ქაცვის ზეთით გამდიდრებული თმის შრატი, თმის იერსახის დაუყოვნებლივ გასაუმჯობესებლად. ქაცვის ზეთი მდიდარია ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავებით და ეხმარება დაზიანებული, ქიმიური პროცესებგავლილი თმის აღდგენას (შეღებვა, დახვევა, მელირება). შრატი აღადგენს გაყოფილ ბოლოებს, ატენიანებს, იცავს ამინდის, მტვრისა და სტატიკური ელექტროენერგიის ზემოქმედებისგან, ანიჭებს ბზინვარებას და თმას ჯანსაღ, ელასტიურ იერს უბრუნებს. აქვს ხავერდოვანი ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება, აადვილებს დავარცხნას და ცხიმიანობის შეგრძნებას არ ტოვებს. დამატებით გამდიდრებულია E ვიტამინით, პროვიტამინ B5-ით, კერატინითა და არგანის, ჟოჟობას, სელისა და მაკადამიის ზეთებით. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველა ტიპის თმაზე.




შეფასებები
ჯერ შეფასებები არ არის.